"არავინ არ მოდუნებულა, პირიქით, ჩვენ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეკონომიკა არ გადაგვეკეტა"

არავინ არ მოდუნებულა. პირიქით, ჩვენ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეკონომიკა არ გადაგვეკეტა,- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას, გამოიწვია თუ არა კორონავირუსით ინფიცირების ზრდა მთავრობის მოდუნებამ რეგულაციების კონტროლის მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მოქალაქეების პასუხისმგებლობა უკეთესი ინსტრუმენტია, ვიდრე ჯარიმა. „ ჩვენ ხომ ჩვენს ხალხთან კავშირი გვაქვს, მათ შეგრძნებებს ვსწავლობთ და ვგრძნობთ ამას. ვხვდებით, რომ მსგავსი შეზღუდვების პირობებში მოქალაქის პასუხისმგებლობა უფრო სერიოზული ინსტრუმენტია, ვიდრე ჯარიმა. რთულია მსგავსი გლობალური გამოწვევის პირობებში 6 თვე ისე გაიარო, როგორც ჩვენ გავიარეთ. აქ მოდუნებაზე არაა საუბარი, საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეებსაც და ეკონომიკასაც მივეცით შესაძლებლობა, რომ არ გაგვენადგურებინა ეკონომიკა და მოსახლეობის ფსიქოლოგიური მდგომარეობა“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.