„მარტო სავალუტო ინტერვენციების გამოყენებით ვერასდროს მიიღწევა კურსის სტაბილურობა“, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ „ბიზნესპრესნისუთან“ ლარის გაუფასურებთან დაკავშირებით განაცხადა.
ბიზნესმენის თქმით, კურსის სტაბილურობას სხვა ფუნდამენტური ხასიათის ფაქტორები განაპირობებს და არა სავალუტო ინტერვენციები. თუმცა, არის პერიოდები, როდესაც აუცილებელი ხდება ცენტრალური ბანკების აქტიური ჩარევა.
ცნობითვის, 10 დღეში ქართული ვალუტა დოლართან მიმართებით 2 პუნქტზე მეტით გაფასურდა. 1-ლი სექტემბრიდან ლარის კურსი 3,07 ნიშნულიდან 3,09 ნიშნულამდე დაეცა. გუშინდელი ავჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0989 ლარი გახდა.
„ვფიქრობ, ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებსა და რეგიონში ძალიან რთული ვითარებაა. ეროვნული ვალუტის კურსები ბევრგანაა დაცემული. ამ ყველაფრისა და პანდემიის ფონზე ვფიქრობ, ლარი ინარჩუნებს სტაბილურობას. მისასალმებელია ის, რომ ეროვნული ბანკი აქტიურია სავალუტო ბაზარზე და ახორციელებს სავალუტო ინტერვენციებს.
ზოგადად, მარტო სავალუტო ინტერვენციების გამოყენებით ვერასდროს მიიღწევა კურსის სტაბილურობა. კურსის სტაბილურობას სხვა ფუნდამენტური ხასიათის ფაქტორები განაპირობებს და არა სავალუტო ინტერვენციები. თუმცა, არის პერიოდები, როდესაც აუცილებელი ხდება ცენტრალური ბანკების აქტიური ჩარევა სავალუტო ბაზარზე და ინტერვენციების განხორციელება. რაც კეთდება დღეს, ამას ჩვენ მივესალმებით“ , - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
ელენე მეტრეველი