3 თვეში 59,2 მლნ ლარი - რა თანხას ხარჯავენ სახელმწიფო უწყებები შტატგარეშე თანაშრომლების ხელფასებზე

სახელმიწფოს მიერ შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემული თანხა 9,9 მლნ ლარით გაიზარდა. კერძოდ, აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, 2020 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო უწყებებმა შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასზე 59.2 მლნ ლარი დახარჯეს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 49.3 მლნ ლარი.

უწყებებს შორის, ყველაზე მეტი თანხა განათლების, ჯანდაცვის და თავდაცვის სამინისტროებმა გასცეს.

რაც შეეხება უწყებების მიერ შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასებზე გაცემულ კონკრეტულ თანხებს, ასე გამოიყურება:

  • პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 2.2 მლნ ლარი
  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 248,042 ლარი
  • მთავრობის ადმინისტრაცია - 710,447 ლარი
  • თავდაცვის სამინისტრო - 7 მლნ ლარი
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - 4.4 მლნ ლარი
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 16.8 მლნ ლარი
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 1.9 მლნ ლარი
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 1.2 მლნ ლარი
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 528,948 ლარი
  • ფინანსთა სამინისტრო - 456,533 ლარი
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 13.1 მლნ ლარი
  • იუსტიციის სამინისტრო - 1.8 მლნ ლარი
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 467,138 ლარი
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 67,770 ლარი
ნინი ქეთელაური