„თუ პანდემიის მხრივ სიტუაცია გაუარესდება, ეს მყისიერ, ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს ბიზნესსა და ეკონომიკაზე“

„თუ პანდემიის მხრივ სიტუაცია გაუარესდება, ეს მყისიერ, ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს ბიზნესსა და ეკონომიკაზე“,-ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესი და პანდემია ერთმანეთთან პირდაპირპროპორციულ კავშირშია და არ შეიძლება ეკონომიკაზე ისაუბრო, თუ თავიდან ბოლომდე არ გაითვალისწინებ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას.

„ვფიქრობ, ეს ქვეყანა გამოირჩევა იმით, რომ ძალიან ეფექტურად და გონივრულად მოხდა პანდემიის მართვა. ეს უკვე შემდგარი ფაქტია. დღეს, ბიზნესი და პანდემია ერთმანეთთან პირდაპირპროპორციულ კავშირშია და არ შეიძლება ეკონომიკაზე ისაუბრო, თუ თავიდან ბოლომდე არ გაითვალისწინებ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას. ესენი ერთმანეთთან ძალიან მჭრიდრო კავშირში არიან.

საჭიროა, ორივე მხარეს მხრიდან ეფექტურად იმართებოდეს პროცესი. პანდემიის მართვა საქართველოში ეფექტურად რომ არ განხორციელებულიყო, ბიზნესი და ეკონომიკა გაცილებით მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა.

თუ პანდემიის მხრივ სიტუაცია გაუარესდება, ეს მყისიერ, ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს ბიზნესსა და ეკონომიკაზე. ამიტომ არის პანდემიის ეფექტური მართვა ძალიან მნიშნველოვანი. ვფიქრობ, ყველაფერი ეფექტურად ხორციელდებოდა და ახლაც ასევე გრძელდება“ - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ელენე მეტრეველი