„სმარტი“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტების ქსელის განვითარებას განაგრძნობს

„სმარტი“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტების ქსელის განვითარებას განაგრძობს, თბილისში ჰეიდარ ალიევის სახელობის მტკვრის მარჯვენა სანაპირო N13-ში მდებარე ვისოლის ავტოგასამართ სადგურზე სუპერმარკეტი გაიხსნა. ახალ გახსნილ „სმარტში“ 10 ადამიანი დასაქმდა. 20 სექტემბრის ჩათვლით, იტალიური ყავის „ტრუჩელოს“ შეძენის შემთხვევაში ნებისმიერი მომხმარებელი საჩუქრად „სმარტის“ მიერ წარმოებულ პლიეს მიიღებს.

„სმარტი“ სხვა უამრავი სიახლითაც უბრუნდება მომხმარებელს, 3 წლის განმავლობაში კომპანია, „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებთან 50-მდე ახალი სუპერმარკეტის გახსნას გეგმავს და სულ მალე, მომხმარებელსავტოგასამართ სადგურებში უმაღლესი ხარისხის საწვავათან ერთად, „სმარტის“ ევროპული იმპორტის და ადგილობრივი პროდუქციის ფართო არჩევანი დახვდებათ.

„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ უახლოეს პერიოდში თბილისის გარდა, Smart Pay ფორმატის ობიექტებს რუსთავში, ბორჯომსა და გურჯაანში გახსნის. აღსანიშნავია, რომ Smart Payფორმატი მაქსიმალურად მომხმარებლის კომფორტზე იქნება მორგებული, რადგან მომხმარებელს ორმაგი დატვირთვის გარეშე, საწვავის შეკვეთისა და მისი ღირებულების გადახდასთან ერთად „სმარტში“ სასურველი პროდუქტის შეძენა შეეძლება. ამასთანავე Smart Pay ავტოგასამართ სადგურებზე მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტებზე მნიშნველოვნად შეღავათიანი ფასიც ელის.

ახალი ფორმატის ავტოგასამართ სადგურზე „უნიქარდის“ გატარების შემთხვევაში, მომხმარებელი ნავთობპროდუქტის 15-20 თეთრი ფასდაკლებით შეძენას შეძლებს, რაც „ვისოლის“ ერთგული მომხმარებლებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.

პირველი „სმარტი“ „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე 2010 წელს გაიხსნა დღეს კი ქვეყანაში „სმარტის“ 18 სუპერმარეტია წარმოდგენილი.

„სმარტის“ ყველა სუპერმარკეტში მომხმარებელს კომფორტული კაფე ელის, სადაც „სმარტის“ მიერ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა თუ ფუნთუშეულს, იტალიურ ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად სრულიად სხვა გემო აქვს“

(R)