ევროპის ცენტრალური ბანკის მხრიდან მასტიმულირებელი განცხადებების არგაკეთების გამო ოქრო იაფდება

ევროპის ცენტრალური ბანკის მხრიდან მასტიმულირებელი განცხადებების არგაკეთების გამო პარასკევს ვაჭრობის შედეგად ოქრო გაიაფდა. თუმცა როგორც „როიტერი“ წერს, არაა გამორიცხული, ეს კვირა მაინც მატებით დასრულდეს, ვინაიდან ბაზარზე ეკონომიკური გაურკვევლობა ნარჩუნდება.

პარასკევის ვაჭრობისას ოქროს ფასი 0,54%-ით 1.943 დოლარამდე შემცირდა უნციაზე, მაშინ, როცა კვირის დასაწყისიდან კოტირებები გაზრდილი იყო 0,7%-ით.

„ევროპის ცენტრალურმა ბანკმა წამოსწია საკითხი უფრო ძლიერ ევროზე, ისე რომ, არ წარმოადგინა არანაირის მასტიმულირებელი გეგმა, ეს კი შეაკავებს ინფლაციას ევროზონაში, რაც თავის მხრივ, ნეგატიურად მოქმედებს ოქროზე“ - აცახდებენ ექსპერტები.

პარასკევს საღამოს კი ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა შეანელა მოლოდინები ევროს გამყარებასთან დაკავშირებით და იმედი გაუცრუა ინვესტორებს, რომლებსაც დამატებითი სტიმულების მოლოდინი ჰქონდათ.

პარასკევის ვაჭრობისას პალადიუმის ფასი 0,26%-ით 2.299 დოლარამდე გაიზარდა უნციაზე, ხოლო ვერცხლის ფასი 0,68%-ით 26,7 დოლარამდე შემცირდა უნციაზე.

კოკა კვირკველია