ევროკომისარის აზრით, ევროზონა კრიზისიდან მალე ვერ გამოვა

ევროკომისიის წევრი ეკონომიკის საკითხებში პაოლო ჯენტოლინი ფიქრობს, რომ ევროზონის ქვეყნების უმეტესობაში ვერ მოხერხდება კრიზისამდელი მშპ-ს დონის მიღწევა 2021 წლის ბოლოსთვის. მან ამის შესახებ ევროჯგუფის ფინანსთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული მშპ-ს მონაცემები მეორე კვარტლისთვის ამტკიცებს, რომ ვიმყოფებით ღრმა ეკონომიკური ვარდნის პირობებში ევროზონაში, ამასთან, წარმოება შემცირებულია 11,8%-ით. ვარდნა არათანაბარია კავშირის წევრებს შორის და ის 4-დან 18 პროცენტამდე მერყეობს სხვადასხვა ქვეყნებში“, - განაცხადა მან.

მისივე განცხადებით, რთული სიტუაციაა დასაქმების ბაზარზეც, სადაც უმუშევრობა გაიზარდა, თუმცა რომ არა უკვე მიღებული ზომები SURE მექანიზმის მიხედვით, სიტუაცია ბევრად უარესი იქნებოდა.

ჯენტოლინის თქმით, მას შემდეგ, რაც დაიწყო შეზღუდვების მოხსნა, შეიმჩნევა მნიშვნელოვანი აქტიურობა ივნისსა და ივლისში, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ინდიკატორები შემცირდა, ვინაიდან ევროკავშირის ქვეყნებში ბოლო პერიოდში კვლავ იმატა კორონავირუსის შემთხვევებმა. ევროკომისიაში ფიქრობენ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვერ მიაღწევენ კრიზისამდელ დონეს 2021 წლის ბოლოსთვისაც კი და ეს ჩამორჩენა საშუალოდ 2,5% იქნება.

კოკა კვირკველია