სამხრეთ-კორეული კომპანია Samsung Electronics-ი 23 სექტემბერს აპირებს ოფიციალურად წარმოადგინოს მის სმარტფონების ხაზში ფლაგმანი მოდელის - Galaxy S20-ის ბიუჯეტური ვერსია. ამის შესახებ სააგენტო Yonhap წერს.
კორპორაციამ მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომავალ კვირას აპირებს აქციის გამართვას Galaxy Unpacked for Every Fan, ისე რომ, არ დაუკონკრეტებია რაში მდგომარეობდა მისი არსი.
„წლების განავლობაში Samsung-ს განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა Galaxy-ის მოწყობილობების ფანებთან. მათი გამოხმაურებები ჩვენ გვეხმარება გასაოცარი ინოვაციების შექმნაში, რაც მობილური მოწყობილობების გამოყენებას ყველასთვის სასიამოვნოს ხდის“, - ეწერა კომპანიის პრეს-რელიზში.
Yonhap წერს, რომ პრეზენტაციისას კომპანია წარმოადგენს უფრო დაბალფასიან ვერსიას ჯერ კიდევ თებერვალში წარმოდგენილი ფლაგმანის Galaxy S20-ის, რომელსაც ამავე სააგენტოს ინფორმაციით, ეწოდება Fan Edition-ი.
სააგენტოს ცნობით სმარტფონს ექნება 6,5-დიუმიანი ეკრანი 120 გც სიხშირით, 6გბ ოპერატიული მეხსიერება და 128 გბ საცავი.
მოსალოდნელია, რომ Galaxy S20 FE გაყიდვაში ჩაეშვება უკვე ოქტომბრიდან და მისი ფასი 675-760 დოლარის ფარგლებში იქნება, მაშინ როცა მისი სტანდარტული ვერსია ათასი დოლარია.