კონცენრმა Daimler AG ბოლო სამი კვირის განმავლობაში პატენტების უნებართვო გამოყენებაზე მეორე სასამართლო დავა წააგო. ამჯერად მას იაპონურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Sharp-მა მოუგო.
როგორც გამოცემა Automotive News წერს, კომპანიამ საპატენტო დავა მობილური ტექნოლოგიების უნებართვო გამოყენების გამო წააგო. იაპონელებმა გერმანული გიგანტის წინააღმდეგ სარჩელი ცოტა ხნის წინ შეიტანეს და დავაც მოიგეს. ამჯერადაც, როგორც Nokia-ს შემთხვევაში Mercedes Benz რისკავს აეკრძალოს ავტომობილების გაყიდვები გერმანიის ტერიტორიაზე. კომპანიას საქმის უზრუნველყოფა ამჯერად 5,5 მილიარდი დოლარი დაუჯდება, წინა შემთხვევაში კი ეს თანხა 7 მილიარდი იყო.
იხილეთ სრულად: