ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედი აცხადებს, რომ უმუშევარია, რაც ივნისის კვლევასთან შედარებით 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამის შესახებ NDI-ს კვლევაშია აღნიშნული.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ეს, სავარაუდოდ, კორონავირუსის ეკონომიკური გავლენის შედეგია.
კერძოდ, ივნისში გამოკითხული მოსახლეობის 17% აცხადებდა, რომ უმუშევარია, ხოლო აგვისტოში ეს მაჩვენებლი, ორაგნიზაციის მონაცემებით, 24%-მდე გაიზარდა.
ორგანიზაციის კითხვაზე: რომელი ეროვნული დონის სკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? გამოკითხული მოსახლეობის 49% ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილებია; 39%-ის აზრით - სიღარიბე; 28%- ტერიტორიული მთლიანობა; 20%- ფასების ზრდა და ინფლაცია; 13%- განათლება; 13%- პენსიები; 10% - ხელფასები; 8%- ადამიანის უფლებები; 7% - ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება; 5 %- კრიმინალი; 4 %- სასამართლო სისტემა; 4 %- რუსეთთან ურთიერთობა; 3 %- კორუფცია; 3 %-კორონავირუსი; 3 % ნატო-ში გაწევრიანება; 3 % სამართლიანი არჩევნები, 3 %- გარემოს დაცვა; 3 %- სიტვყვის თავისუფლება; 11 % - სხვა. გამოკითხული მოსახლეობის 2 %-მა პასუხი არ იცის, ხოლო 1 % პასუხზე უარს აცხადებს.
ორგანიზაციის ცნობით, აღსანიშნავია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალი 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა.
ორგანიზაციის კითხვაზე: რა არის ამჟამად საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა? - გამოკითხული მოსახლეობის პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: უმუშევრობა - 67 %; ფასების ზრდა და ინფლაცია - 33 %; სიღარიბე - 22 %; დაბალი ხელფასები - 20 %; ლარის გაუფასურება - 18 %; მაღალი გადასახადები - 11 %; კორონავირუსი - 10 %; საზღვრების ჩაკეტვა - 6 %; კორუფცია/ნეპოტიზმი - 5 %; ტურისტების ნაკლებობა - 5 %;სხვა - 11%.
გამოკითხული მოსახლეობის 1% ფიქრობს, რომ ეკონომიკაში პრობლემები არ არის, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის 3 %-მა.
კითხვაზე: რა არის თქვენი ქალაქის/სოფლის განვითარების სამი შესაძლებლობა? გამოკითხული მოსახლეობის 40 % ფიქრობს, რომ ეს მიწათშემოქმედებაა; ტურიზმი - 38 %; მესაქონლეობა - 29 %; მსუბუქი მრეწველობა - 20 %; მეფრინველეობა - 16 %; მძიმე მრეწველობა - 16 %; ტექნოლოგიური სფერო - 9 %; საბანკო სექტორი - 6 %; პასუხი არ იცის 9 %-მა.
ამასთან, კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ ადგილობრივ დონეზე მოსახლეობა ყველაზე მეტად გზების მდგომარეობაზე (31%), წყალმომარაგებაზე (22 %), გარემოს დაბინძურებასა (13 %) და საცობებზე (13 %) წუხს.
თბილისში მთავარ პრობლემებად საცობებს და გარემოს დაბინძურებას, სხვა ქალაქებში და სოფლებში კი, წყლით მომარაგებასა და გზებს ასახელებენ.
ცნობისთვის, კვლევა NDI-მ 6-11 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს მასშტაბით 2 045 სატელეფონო ინტერვიუ ჩაიწერა წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვა ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3 პროცენტია.