რამდენი დახარჯეს შიდა ტურისტებმა საქართველოში - საქსტატი

2020 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 89.2 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 25.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 23.2 პროცენტით და 132.0 ლარს უტოლდება.

ადგილობრივი ვიზიტორების მიერ 2020 წლის მეორე კვარტალში გაწეული საშუალო ხარჯი ერთ ვიზიტზე ასე გადანაწილდა:

  • საყიდლები - 45,2 ლარი
  • საკვები და სასმელი - 37,5 ლარი
  • ტრანსპორტი - 26,1 ლარი
  • განთავსება - 3 ლარი
  • გართობა - 0.2 ლარი
  • სხვა ხარჯები - 20.1 ლარი

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 596.5 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 675.7 ათასი ვიზიტი.