განათების, ფერების, ფორმებისა და სივრცის ჰარმონია არის ინტერიერის სწორად, სასიამოვნოდ და კომფორტულად მოწყობის ფორმულა.
ბევრი ჩვენგანი ბინის მშენებლობისას ძირითად ყურადღებას ვაქცევთ განლაგებას, კედლების ფერს და საერთოდ გვავიწყდება უმნივშნელოვანესი კომპონენტი – განათება.
განათება, გარდა იმისა, რომ ღამის საათებში სინათლეს გვაძლევს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინტერიერის დიზაინში. განათება განწყობაზეც მოქმედებს და ის მაკიაჟს შეიძლება შევადაროთ, რომელიც განსაზღვრავს იერსახეს, ფარავს ნაკლოვანებებს და წარმოაჩენს უპირატესობებს. საბოლოო ჯამში, ინტერიერის განათება ქმნის საერთო ხასიათს.
ამდენად, სამშენებლო–სარემონტო მასალების ამიერკავკასიაში უდიდესი ჰიპერმარკეტის „მიჰაუსის“ განათების დიზაინერები გვირჩევენ, რემონტის დაგეგმვისთანავე გავითვალისწინოთ და ჩამოვყალიბდეთ, თუ რა ტიპის და რამდენი სანათური დასჭირდება ჩვენს ოთახებს, აბაზანებს, სამზარეულოსა თუ აივნებს.
მით უმეტეს, რომ „მიჰაუსში“ ნებისმიერი ჭაღის შესაძენად ხელსაყრელი პერიოდია – 11 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით აქ 15%–იანი ფასდაკლება მოქმედებს!
„მიჰაუსი“ სწორედ ის ჰიპერმარკეტია, რომელიც გარანტირებულად შეგასრულებინებთ თქვენს გეგმებს. განათების მოწყობილობების ამოუწურავი რაოდენობაა აქ წარმოდგენილი და რაც მთავარია, აქ წარმოდგენილი განათების კოლექციები ექსკლუზიურად „მიჰაუსის“ დიზაინერების შეკვეთითაა შესრულებული და ყველა მათგანი უნიკალურია – ვერსად სხვაგან, არა მხოლოდ საქართველოში, ვერ ნახავთ ანალოგიურ ჭაღებს, ბრებსა თუ სხვა ტიპის სანათებს.
რით დავიწყოთ?
მაშ ასე, ვთანხმდებით, რომ სწორად შერჩეული განათება უკეთესისკენ ცვლის დაგეგმარებას, ინტერიერის იერსახეს და ბინადართა განწყობას. შენობაში რომ სივრცე, ფორმები და ფაქტურები „გაცოცხლდეს“, აუცილებლად უნდა გავიაზროთ შუქჩრდილების გადასვლის დინამიკა კაშკაშა ფერიდან დაბურულზე.
განათების სწორად შერჩევისთვის თქვენი სახლის ინსოლაციაც გასათვალისწინებელია და კიდევ ბევრი დეტალი, რომელთა შესახებ ამომწურავ კონსულტაციას „მიჰაუსის“ სპეციალისტები გაგიწევენ.
ამიტომ, უნდა ვიჩქაროთ, რომ ხელსაყრელი ფასდაკლების პირობებში შევარჩიოთ და შევიძინოთ ჩვენი ინტერიერისთვის ასეთი მნიშვნელოვანი განათებები.