დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო კვლავ რჩება მწვანე, უსაფრთხო ზონაში.
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გამყრილიძემ აღნიშნა, მოსახლეობა უნდა შეეცადოს, რომ უსაფრთხოება სრულად შეინარჩუნოს.
"მიუხედავად ინფიცირების მაჩვენებლის ზრდისა, ჯერჯერობით საქართველო, ჩვენ კვლავ ვრჩებით მწვანე, უსაფრთხო ზონაში. საერთაშორისო შედარებითობის მაჩვენებლით, საქართველო ისევ გამოიყურება ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად და უნდა შევეცადოთ ეს უსაფრთხოება სრულად შევინარჩუნოთ. ამისთვის საჭიროა თანამშრომლობა და ყველა იმ რეკომენდაციების დაცვა, რასაც განსაკუთრებით ხაზი ესმევა”, - განაცხადა გამყრელიძემ.