ბექა ფერაძე - ადამიანები ცდილობენ, რეგულაციების გვერდის ავლით განახორციელონ სოციალური ღონისძიება

ვნახეთ, რომ სადედოფლო კაბის გარეშე გაიმართა ქორწილი, სხვადასხვა მოდიფიცირებული ვერსიების შეგხვდა, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ადამიანები რეგულაციების გვერდის ავლით ცდილობენ სოციალური ღონისძიებების გამართვას.

„ადამიანები ცდილობენ, რომ რეგულაციების გვერდის ავლით განახორციელონ სოციალური ღონისძიება. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ, რომ სადედოფლო კაბის გარეშე ხორციელდებოდა ქორწილი და სხვადასხვა მოდიფიცირებული ვერსიების შეგხვდა ამ პროცესში, რომელზეც შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ. ქორწილი არაა ამოსავალი წერტილი, თვისობრივად ვაფასებთ იმიტომ, რომ სოციალურ ღონისძიებებს მომეტებული რისკი ახასიათებს“, - აღნიშნა ფერაძემ.