იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველომ საზღვარი უპირობოდ გაუხსნა, დღიდან ქვეყანაში შემოსასვლელად PCR ტესტის პასუხი დასჭირდებათ

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველომ საზღვარი უპირობოდ გაუხსნა, დღეიდან ქვეყანაში შემოსასვლელად PCR ტესტის პასუხი დასჭირდებათ

ქვრივიშვილი განმარტავს, რომ საზღვრის კვეთისას მოქალაქეებმა ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტი უნდა წარმოადგინონ.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან კარანტინის ვადა იზღუდება 9 დღემდე. ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებაში, რომელიც არის ნაცვალგების ქვეყნების ჩამონათვალში და ყველა იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ნაცვალგების ქვეყნების მოქალაქეა, დღეიდან საზღვრის კვეთას კარანტინის გავლის გარეშე შეძლებს, თუკი წარმოადგენენ 72-საათიან ვალიდურობის მქონე PCR ტესტს“, - განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.