ამერიკულმა კომპანიამ Facebook-მა 390 მილიონი დოლარი გადაუხადა სპორტული ინვენტარის მაღაზიათა ქსელს REI-ს, ახალი ოფისისთვის კამპუსის შესაძენად. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა თავად REI (Recreational Equipment Inc.)-ის საიტზე.
"REI-მ დაასრულა სულ ახლახანს გარემონტებული კორპორაციული კამპუსის გაყიდვის პროცედურა 390 მილიონ დოლარად, რომელიც მდებარეობს შტატ ვაშინგტონში ქალაქ ბევიუში, სპრინგ დისტრიქტზე“ - წერია ინფორმაციაში.
როგორც ირკვევა, მისი საერთო ფართი შეადგენს 37,1 ათას კვადრატულ მეტრს.
REI-ი ამავე ინფორმაციაში აზუსტებს, რომ ამ ფართის გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება აგვისტოში მიიღო. კომპანიამ პანდემიის პირობებში ჩათვალა, რომ ახლა მისთვის მეტად ოპტიმალურია ბიზნესის მართვა სათავო ოფისის გარეშე და ფუნქციონირება ბევრი ოფისის საშუალებით, რომლებიც განლაგებულია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ამ ოფისის გამოყენება არ მომხდარა და ის პირვანდელი სახით გადაეცემა Facebook-ს.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ორივე კომპანიამ გაიღო 1 მილიონი დოლარი საფეხმავლო ბილიკების შენარჩუნება-განვითარებისთვის, რომელიც აქტიური დასვენების მოყვარულთათვისაა განკუთვნილი.