ამერიკულმა კორპორაციამ Amazon-მა, გადაწყვიტა სამუშაოდ აიყვანოს დამატებით 100 ათასი ადამიანი აშშ-სა და კანადაში. ამის შესახებ საუბარია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„დღეს კომპანიამ გამოაცხადა, რომ შექმნის 100 ათას ახალ სამუშაო ადგილს აშშ-სა და კანადაში. ეს არის დამატებითი ახალი სამუშაო ადგილები გასულ კვირას გამოცხადებულ 33 ათას საოფისე ვაკანსიის შემდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.
„მხოლოდ ამ თვეში ჩვენ გავხსნით 100 ახალ დასაფასოებელ საწყობს, შეკვეთების დამუშავების ცენტრებსა და სხვა ობიექტებს“, - აცხადებს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გლობალური ოპერაციების მიმართულებით დეივ კლარკი.
განცახდებაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ Amazon 2010 წლიდან მოყოლებული შექმნა 600 ათასი სამუშაო ადგილი და ქვეყნის 40 შტატში 350 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო.