იანვარ-აგვისტოში სანავთობო ბიტუმის იმპორტი 34%-ით შემცირდა

იანვარ-აგვისტოს თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტი 34%-ით შემცირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, სანავთობო ბიტუმის კლება განპირობებულია Covid 19 - ის პანდემიიდან გამომდინარე და ასევე იმით, რომ ბოლო რამდენიმე თვეა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან სანავთობო ბიტუმის იმპორტი, არ ხდება, რომელიც თავის მხრივ ბოლო წლების განმავლობაში იყო ამ პროდუქციის ძირითადი მომწოდებელი.

„2020 წლის აგვისტოს თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 15,6 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით ანუ 3,1%-ით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან (16,1 ათასი ტონა) შედარებით და 11,9 ათასი ტონით ანუ 43,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (27,5 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის 64,1% (10,0 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 32,1% (5,0 ათასი ტონა) - ერაყიდან, 3,8% (0,6 ათასი ტონა) - თურქეთიდან. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 72,9 ათასი ტონა, რაც37,6 ათასი ტონით ანუ 34%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (110,5 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის 60,4% (44,0 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე. შემდეგ მოდიან: ერაყი - 22,2% (16,2 ათასი ტონა), ირანის ისლამური რესპუბლიკა - 10,4% (7,6 ათასი ტონა), რუსეთი - 4,4% (3,2 ათასი ტონა), სომხეთი - 1,2% (0,9 ათასი ტონა), თურქეთი - 1,1% (0,8 ათასი ტონა),გაერთიანებული ემირატები - 03% (0,2 ათასი ტონა),“ - ნათქვამია ინფორმაციაში.