ოპეკმა მიმდინარე წლის ბოლომდე ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზი გააუარესა

ოპეკმა მიმდინარე წლის ბოლომდე ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზი გააუარესა. ორგანიზაციაში თვლიან, რომ წელს მოთხოვნა 9,46 მილიონი ბარელით შემცირდება და დღე-ღამეში 90,23 მილიონი ბარელი იქნება.

ცნობისთვის, აგვსიტოში ოპეკი ელოდებოდა, რომ წელს ნავთობზე მოთხოვნა შემცირდებოდა 9,06 მილიონი ბარელით 90,63 მილიონ ბარელამდე დღე-ღამეში. ახლა კი პროგნოზის გაუარესება მოხდა ნავთობზე მოთხოვნის სუსტად აღდგენის გამო აზიის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ინდოეთში.

ამასთან, ოპეკი ვარაუდობს, რომ 2020 წელს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ნავთობმოპოვება შემცირდება 2,7 მილიონი ბარელით დღე-ღამეში.

2019 წელს ოპეკის წევრი ქვეყნები დღიურად 29,34 მილიონ ბარელს მოიპოვებდნენ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 28,28 მილიონ ბარელს, მეორე კვარტალში კი 25,61 მილიონ ბარელს დღე-ღამეში.

ცნობისთვის, 2019 წელს მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა შეადგენდა საშუალოდ 99,69 მილიონ ბარელს დღე-ღამეში. ოპეკის პროგნოზით, 2021 წელს ნავთობზე მოთხოვნა დღე-ღამეში 6,62 მილიონი ბარელით 96,86 მილიონ ბარელამდე გაიზრდება.

კოკა კვირკველია