UBS და Сredit Suisse შესაძლოა, გაერთიანდნენ

ორი უმსხვილესი შვეიცარული ბანკი UBS და Сredit Suisse შესაძლოა, გაერთიანდნენ. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შერწყმული ბანკი გახდება წამყვანი კონტინენტურ ევროპაში. ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარული გამოცემა Inside Paradeplatz ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული მეგა-გარიგების შესახებ, რომელიც შესაძლოა, 2021 წლის დასაწყისში გაფორმდეს, უკვე ცნობილია როგორც ქვეყნის ფინანსთა მინისტრის ული მაურერისთვის, ასევე ფინანსური ბაზრის ფედერალური მარეგულირებელისთვის (FINMA).

Credit Suisse- ში ამჟამად დასაქმებულია თითქმის 50 ათასი ადამიანი, მათ შორის, დაახლოებით, 15 ათასი ადამიანი შვეიცარიაში. თითქმის 70 ათასი ადამიანი მუშაობს UBS– ის ოფისებში მთელს მსოფლიოში, მხოლოდ შვეიცარიაში - დაახლოებით 20 ათასი. შერწყმის შემდეგ, სავარაუდოდ, შემცირდება თანამშრომელთა 10–20%, რაც დაახლოებით, 15 ათასია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.