კომპანიამ Apple სამშაბათს ოფიციალურ ღონისძიებაზე ახალი პროდუქცია წარადგინა, მათ შორის, პლანშეტები და ჭკვიანი საათი. თუმცა არ გვიჩვენა ის, რასაც ყველა ელოდა, ახალი სმარტფონი iphone 12. პრეზენტაციის ტრანსლაცია კომპანიის ვებგევრდზე განხორციელდა.
iPad 8
სიახლეებს შორის იყო პლანშეტი iPad 8. კომპანიის ყველაზე პოპულარულმა პლანშეტმა მიიღო პროცესორი A12 Bionic, რომელსაც შეუძლია 5 ტრილიონი ოპერაციის დამუშავება წამში. შედეგად კი მას წინამორბედთან შედარებით 40%-ით სწრაფად შეუძლია ფუნქციონირება და რამდენჯერმე სწრაფია კონკურენტებზე.
რაც შეეხება ელემენტს, ის იმდენად გაძლიერდა, რომ მას რამდენიმე დღე არ დასჭირდება დატენვა. მას ასევე აქვს სტილუსის Apple Pencil და კლავიატურის მხარდაჭერა. მისი ფასი 329 დოლარიდან დაიწყება.
iPad Air
კომპანიამ ამავე ღონისძიებაზე კიდევ ერთი პლანშეტი iPad Air წარმოადგინა, რომელიც ასევე გაუმჯობესებულია ახალი სუპერმძლავრი პროცესორით A14 Bionic, რომელსაც წამში 11 ტრილიონი ოპერაციის შესრულება შეუძლია. მას ორი კამერა აქვს 7 და 12-მეგაპიქსელიანი. მას აქვს USB-C და Apple Pencil სტილუსის მხარდაჭერა.
ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი მისი წინამორბედისგან, რომელიც კომპანიამ 2019 წლის მარტში გვიჩვენა ეს დიზაინია. მას 10,9-დიუიმიანი ეკრანი აქვს და წარმოდგენილია 5 ფერში.
iPad Air-ის ფასი დაიწყება 599 დოლარიდან. მასზე შეკვეთების მიღება უკვე იწყება.
Apple Watch
ღონისძიებაზე კომპანიამ ასევე წარმოადგინა სმარტ-საათი Apple Watch Series 6, რომელსაც შეუძლია სისხლში ჟანგბადის შემცველობის გაზომვა და ზღვის დონიდან სიმაღლის გამოთვლა.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, Apple Watch-ში გამოყენებულია მოწინავე ტექნოლოგიები მათ შორის, მოძრაობის მთვლელები, რომლის მიხედვით ის ანგარიშობს ძილის პერიოდს, გულის ცემის სიხშირეს და ხელის მოძრაობაზე ავტომატურად რეაგირებს.
ახალი საათები ლურჯ, ოქროსფერ, შავ და წითელ ფერებში იქნება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ფასს, Apple Watch Series 6 - 399 დოლარი ეღირება, ხოლო ბიუჯეტური ვერსია Apple Watch Series 6 SE – 279 დოლარი.