დღეს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობა გვენეტაძემ ეროვნული ბანკის იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებიც პანდემიიდან გამომდინარე საბანკო სექტორის დახმარების კუთხით გადაიდგა.
„სავალუტო ბაზარს ეროვნულმა ბანკმა უკვე მიაწოდა 380 მილიონი დოლარი. დღესაც 40 მილიონი დოლარის რესურსს გამოიტანს და გაყიდის ეროვნული ბანკი. არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ ვფიქრობ იმხელა დანაკლისის პირობებში, რაც საქართველომ განიცადა და ამავე დროს იმ დახმარების საშუალებით, რეზერვების დაგროვების საშუალებით, წლის ბოლომდე ბაზრისთვის მიწოდებული თანხა 200 მილიონ დოლარზე მეტი იქნება“,-განაცხადა კობა გვენეტაძემ.