Mastercard საქართველოში უნაღდო გადახდების განვითარების სათავეშია

Mastercard მომხმარებლებს მრავალფეროვან, უსაფრთხო, სწრაფ და სანდო გადახდის მეთოდებს სთავაზობს.

ამიერიდან, Apple Pay-ის გადახდის სისტემით სარგებლობა Halyk Bank-ის, Tera Bank-ის, Basisbank-სა და ProCredit Bank-ის მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომია. ოქტომბრიდან კი Apple Pay-ის გადახდის სისტემას Credo Bank-იც შეურთდება.

Mastercard უკვე მრავალი წელია ნერგავს გადახდის სისტემებს ყველგან: მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, დიდი ღონისძიებებსა თუ ონლაინ სისტემებში. შედეგად კი, საქართველოში, უკონტაქტო გადახდა სწრაფი, კომფორტული და უსაფრთხო გადახდის წინაპირობად გადაიქცა.

mc-apple-pay-1600246598.PNG

დღეს, უკონტაქო გადახდის რაოდენობის მხრივ, საქართველო რეგიონის ლიდერებს შორისაა. Mastercard–ის კვლევის თანახმად, POS ტერმინალებით გადახდილი თანხის 98%, ხოლო ტრანზაციების 70% უკონტაქტოა. სმარტფონი გლობალური მასშტაბით გადახდის ყველაზე სასურველ მოწყობილობად ითვლება. კვლევის თანახმად, ევროპელთა თითქმის 80 % იყენებს მობილური ტელეფონს, როგორც გადახდის საშუალებას.

Apple Pay უნაღდო ანგარიშსწორების ყველაზე უსაფრთხო სისტემაა. აპლიკაციაში ბარათის დამატებისას საკრედიტო და სადებეტო ბარათის ნომრის ნაცვლად უნიკალური კოდი გენერირდება, რომელიც სმარტფონში არსებულ სპეციალურ დაცულ ელემენტზე დაშიფრულად ინახება. ბარათის ნომერი არ აისახება არც მოწყობილობაზე და არც Apple-ის სერვერებზე. ხოლო გადახდისას, კომპანია არ აზიარებს ბარათის ნომერს გადახდის ობიექტებთან.

ბოლო პერიოდში კიდევ 5 ბანკი დაემატა Apple Pay გადახდის სისტემას და ჯამში, საქართველოში მასტერქარდის პარტნიორ 9 ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ სმარტფონით, უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადონ თანხა. აღნიშნული სიახლე, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის ციფრული განვითარებისთვის.

(R)