Zara-ს მფლობელი კომპანია Inditex-ი მეორე კვარტალში მოგებაზე გავიდა. კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მისი მაღაზიების 98% ღიაა და საანგარიშო პერიოდში სუფთა მოგებამ 214 მილიონი ევრო შეადგინა.
კომპანიის ინფორმაციით, ლოქდაუნის პირობებში მისი ბრენდების ონლაინ გაყიდვები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაზრდილია 74%-ით, თუმცა მისი დანაკარგები პირველ ექვს თვეში 195 მილიონ ევრომდე აღწევს, ხოლო გაყიდვები ჯამში შემცირებულია 37%-ით.
შეგახსენებთ, Inditex-ი, გარდა Zara-ს ბრენდისა, ასევე ფლობს ისეთ ბრენდებს როგორიცაა Massimo Dutti და Bershka და სხვა.