კახა კალაძე ქავთარაძის ბაზრის მოვაჭრეებზე - მათთან კომუნიკაცია იყო, არანაირი კერძო საკუთრების უფლება არ ირღვევა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მათ ქავთარაძის ბაზრის მოვაჭრეებთან კომუნიკაცია ჰქონდათ და ამ შემთხვევაში კერძო საკუთრების უფლება არ ირღვევა.

„კომუნიკაცია იყო, არანაირი კერძო საკუთრების უფლება არ ირღვევა. საუბარია გზის სტატუსზე, ეს არის ჩვეულებრივი გზა, რომლითაც თავად ეს ადამიანები სარგებლობენ. რა თქმა უნდა, გზას გენერალური გეგმის მიხედვით, თავისი სტატუსი აქვს“,-აცხადებს კალაძე.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 11 სექტემბერს ქავთარაძის ბაზრის მოვაჭრეებმა გამარფხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს. მოვაჭრეების განცხადებით, ბაზრის ტერიტორიაზე დაგეგმილია გზის მშენებლობა და ისინი ფიქრობენ, რომ ამის გამო ბაზარი დაიხურება.