კანონის პროექტი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს კანონის პროექტი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონის პროექტის თანახმად, კანონის მიზნებში კონკრეტდება, თუ რა ქმედებები იგულისხმება კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვაში. კანონის პროექტით ახლებურად განისაზღვრება ტერმინები „ეკონომიკური აგენტი“, „დომინანტური მდგომარეობა“, „ვერტიკალური შეთანხმება“, „ეკონომიკის რეგულირებადი სფერო“, „სახელმწიფო დახმარება“ და „სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანო“. იცვლება კონკურენციის სააგენტოს სახელი და მას ეწოდება - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო. კანონის პროექტით აგრეთვე რეგულირდება ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობასთან და სააგენტოს მართვის ორგანოს უფლებამოსილებებთან დაკავშირებული საკითხები.

კანონპროექტს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კანონის პირველი მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და მე16 და მე-19 პუნქტები ამოქმედდეს 2021 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება, კანონის დანარჩენი ნაწილი კი გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს.