შეძლებს თუ არა ბავშვების მიერ დახატული „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ სამყაროს შეცვლას უკეთესობისკენ? ამ შეკითხვაზე პასუხს „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ ეძებს. სწორედ ამიტომ, მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, იაპონური ავტოგიგანტი ბავშვებისთვის წელსაც გამართავს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ყოველწლიურ საერთაშორისო ხატვის კონკურსს - Toyota Dream Car Art. ეს მრავალი ქვეყნის ათასობით ბავშვისთვის, მათ შორის საქართველოდან, უნიკალური შესაძლებლობაა, თავისი ოცნება მსოფლიოს გაუზიაროს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.
როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, იმისათვის, რომ საქართველოში მცხოვრები ბავშვები ტოიოტას გლობალური კონკურსის ფინალში მოხვდნენ, აუცილებელია კონკურსში მონაწილეობა ეროვნულ დონეზე, საქართველოში მიიღონ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინალისტებიდან საერთაშორისო კონკურსის საბოლოო გამარჯვებულებს კი „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ გამოავლენს და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვებს.
მათივე ცნობით, Toyota Dream Car Art-ის მე-14 სართაშორისო კონკურსი უკვე დაიწყო.
„დახატე შენი ოცნება, მართე მომავალი“ - ამ სლოგანის გაზიარება და Toyota Dream Car Art-ის წლევანდელ კონკურში მონაწილეობის მიღება, 15 წლის ასაკის ჩათვლით, ნებისმიერ ბავშვს შეუძლია. აღნიშნულის გათვალისწინებით, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ თხოვნით მიმართავს მშობლებს, უყურადღებოდ არ დატოვონ ეს ფაქტი და ინფორმაცია მიაწოდონ თავიანთ შვილებს.
კონკურსში - „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ (Toyota Dream Car Art) - მონაწილეობის მსურველებმა „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ოფისში განაცხადი და ნამუშევარი უნდა მიიტანონ 2020 წლის 30 დეკემბრის 18:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #116 (ყოფილი მე-20 კმ), ან ამავე მისამართზე ფოსტით გაგზავნონ.
„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, კომპეტენტური ჟიურის დახმარებით, შემოსული ნამუშევრებიდან შეარჩევს 9 საუკეთესოს სამ ასაკობრივ კატეგორიაში. შერჩეული ნამუშევრები კი იაპონიაში, Toyota Dream Car Art-ის გლობალურ კონკურსზე გაიგზავნება.
„ტოიოტას ოცნების ავტომობილის“ საკონკურსო პირობებისა და მოთხოვნების დეტალურად გაცნობა შესაძლებელია ბმულზე: https://www.toyota-tbilisi.com/blog/188/toyota-9888b5/
„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ იმედს გამოთქვამს, საქართველოში მცხოვრები ბავშვები გამოიყენებენ ამ უნიკალურ შესაძლებლობას და Toyota Dream Car Art-ის წლევანდელ კონკურსშიც ჩაერთვებიან, მაქსიმალურად გამოავლენენ საკუთარ შესაძლებლობებსა და მსოფლიოს თავიანთ ოცნებებს გაუზიარებენ.