2020 წლის 6 თვეში განქორწინებებისა და ქორწინებების სტატისტიკა შემცირდა

2020 წლის პირველ ნახევარში განქორწინებებისა და ქორწინებების სტატისტიკა შემცირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ქორწინების რიცხვმა - 6 387; ხოლო განქორწინების შემთხვევებმა - 3 441 შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდს რაც შეეხება, „საქსტატის“ მონაცემებით, ქორწინების რაოდენობა 10 480; ხოლო განქორწინების რიცხვი 5 295 იყო.

თაია არდოტელი