„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პანდემიის დაწყების შემდეგ რესპონდენტთა უმეტესობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.
კერძოდ, შეკითხვაზე: როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა პანდემიის დაწყების შემდეგ?, პასუხები ასე ნაწილდება: საგრძნობლად გაუმჯობესდა -1%, გარკვეულწილად გაუმჯობესდა - 3%, არ შეცვლილა - 32%, გარკვეულწილად გაუარესდა - 39%, საგრძნობლად გაუარესდა - 25%, არ ვიცი, უარი პასუხზე -1%.
გამოკითხვა Institute of Polling and Marketings-მა 4-დან 21 აგვისტოს შუალედში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით 1 500 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა US Agency for International Development-ის მიერაა დაფინანსებული. მისი საშუალო ცდომილება 2.5%-ია.