5 რჩევა, რომელიც ტექნიკის ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ

ტექ­ნი­კი­სა და ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ე­ბის ხსე­ნე­ბი­სას, ალ­ბათ, ყვე­ლა ჩვენ­განს სულ მცი­რე, ერთი სა­რეკ­ლა­მო რგო­ლი მა­ინ­ც ახ­სენ­დე­ბა. ეს კი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ტექ­ნი­კის ათო­ბით ბრენ­დი­ და ასო­ბით მა­ღა­ზი­აა. ამ­გვა­რი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის სულ უფრო რთუ­ლი ხდე­ბა სა­სურ­ვე­ლი ნივ­თის შე­ძე­ნი­სას სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა. იმის­თვის, რომ, ეს პრო­ცე­სი უფრო გა­მარ­ტივ­დეს, გთა­ვა­ზობთ რჩე­ვებს, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბი­თაც და­ზო­გავთ დროს, ენერ­გი­ა­სა და ფი­ნან­სებს:

ას­ჯერ გა­ზო­მე, ერთხელ გა­ჭე­რი

ისე­თი ნივ­თის პოვ­ნა, რო­მე­ლიც ზუს­ტად ერ­გე­ბა თქვენს სივ­რცეს, იმა­ზე ბევ­რად რთუ­ლია, ვიდ­რე წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ. რა თქმა უნდა, ვი­ზუ­ა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუმ­ცა არ და­ი­ვი­წყოთ ზო­მე­ბიც. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­რე­ცხის მან­ქა­ნის, მა­ცივ­რი­სა თუ გა­ზ­ქუ­რის ზო­მე­ბი, ძი­რი­თა­დად, სტან­დარ­ტუ­ლია, მცი­რე გან­სხვა­ვე­ბე­ბი მა­ინც არ­სე­ბობს. ამ მცი­რე სხვა­ო­ბებ­მა კი, შე­საძ­ლოა, დიდი პრობ­ლე­მე­ბი შე­გიქ­მნათ. ამი­ტომ, და­ტო­ვეთ ად­გი­ლი მა­ცივ­რის ან მი­სა­ღე­ბი ოთა­ხის კა­რის გა­სა­ღე­ბად, სა­დე­ნე­ბის გა­საყ­ვა­ნად და სხვა პა­ტა­რა, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლე­ბის­თვის. უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ისიც, თუ რა გზით მი­ი­ტანთ სა­სურ­ველ ნივთს და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლას. თუ მხო­ლოდ ვიწ­რო კარი გაქვთ, დარ­წმუნ­დით, რომ შე­ტა­ნი­სას ნივ­თი არ და­ზი­ან­დე­ბა და არ და­კარ­გავს პირ­ვან­დელ იერ­სა­ხეს.

გან­სა­ზღვრეთ ბი­უ­ჯე­ტი

ეს შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან მარ­ტივ რჩე­ვად მო­გეჩ­ვე­ნოთ, თუმ­ცა უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ვერ ახერ­ხებს, გვერ­დი აუ­ა­როს ძვი­რა­დღი­რე­ბულ და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ვი­ზუ­ა­ლის მქო­ნე ნივთს. იმის­თვის, რომ ამ­გვა­რი ცდუ­ნე­ბის მსხვერ­პლი არ გახ­დეთ, ასე­ვე თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ ზედ­მე­ტი ხარ­ჯე­ბი და არ­ჩე­ვა­ნი სა­უ­კე­თე­სო­ზე შე­ა­ჩე­როთ ისე, რომ არ მო­გი­წი­ოთ თი­თო­ე­ულ მა­ღა­ზი­ა­ში ცალ-ცალ­კე წას­ვლა თუ ფა­სე­ბის ად­გილ­ზე შე­მოწ­მე­ბა, სა­უ­კე­თე­სო გზაა გა­მო­ი­ყე­ნოთ ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა PRICE.GE. აქ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლია ფა­სე­ბი­სა და პრო­დუქ­ცი­ის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ასორ­ტი­მენ­ტი, თქვენ კი შეძ­ლებთ, მარ­ტი­ვად მო­ი­ძი­ოთ და ერ­თმა­ნეთს შე­ა­და­როთ კონ­კრე­ტუ­ლი ნივ­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა მა­ღა­ზი­ა­ში, ვიდ­რე სა­ყიდ­ლად წახ­ვალთ. Price.ge და­ეხ­მა­რე­ბა მა­თაც, ვინც სახ­ლის რე­მონტს გეგ­მავს, რად­გან გარ­და ისე­თი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კი­სა, რო­გო­რი­ცაა, მა­ცი­ვა­რი, მტვერ­სას­რუ­ტი, მიქ­სე­რი გამ­წო­ვი და ა.შ., აქ ნა­ხავთ ინ­ფორ­მა­ცი­ას წყლის რე­ზერ­ვუ­ა­რე­ბის, სახ­რახ­ნი­სე­ბის, გა­ნა­თე­ბის, ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბის, სა­ვარ­ძლე­ბის, მა­გი­დე­ბი­სა და სკა­მე­ბის და სხვა მრა­ვა­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თის ფა­სის შე­სა­ხებ.

და­აკ­ვირ­დით ვარ­სკვლა­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას

სა­ო­ჯა­ხო ტექ­ნი­კის შერ­ჩე­ვი­სას ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბა ერთ-ერთი გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რია, რად­გან ის პირ­და­პი­რაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თქვენს სა­მო­მავ­ლო ხარ­ჯებ­თან. ყო­ველ­თვის მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა ნივ­თის ეტი­კეტ­ზე და­ტა­ნი­ლი ვარ­სკვლა­ვებ­სა და მათ რა­ო­დე­ნო­ბას. ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტის აღ­წე­რა­ში ეს ნიშ­ნე­ბი მის ენერ­გოპ­რო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს, რაც თქვენს ყო­ველ­თვი­ურ და­ნა­ხარ­ჯებს შე­ამ­ცი­რებს. რაც უფრო მეტი ვარ­სკვლა­ვია და­ტა­ნი­ლი შე­ფუთ­ვა­ზე, მით უფრო ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რია პრო­დუქ­ტი.

ზუს­ტად გან­სა­ზღვრეთ, რა გჭირ­დე­ბათ

ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ებ­ში, შე­საძ­ლოა, თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი ნივ­თის ასო­ბით ვა­რი­ა­ცია დაგ­ხვდეთ. შე­იძ­ლე­ბა იფიქ­როთ, რომ პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ათა­სი ლა­რით მეტი ღირს, უფრო გამ­ძლეა, თუმ­ცა, ხში­რად, ფა­სებს შო­რის სხვა­ო­ბას არა ნივ­თე­ბის ხა­რის­ხი, არა­მედ მათი მრა­ვალ­ფუქ­ცი­უ­რო­ბა გან­სა­ზღვრავს. იმის­თვის, რომ თა­ვი­დან აი­რი­დოთ ზედ­მე­ტი ხარ­ჯი, სწო­რედ გან­სა­ზღვრეთ, რო­გორ აპი­რებთ კონ­კრე­ტუ­ლი ნივ­თის გა­მო­ყე­ნე­ბას, გჭირ­დე­ბათ თუ არა და­მა­ტე­ბი­თი ფუნ­ქცი­ე­ბი, მა­გა­ლი­თად, მა­ცი­ვა­რი წლის დის­პენ­სე­რით გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი ღირს, ვიდ­რე მის გა­რე­შე. თქვენ, ერთი შე­ხედ­ვით, შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ხიბ­ლოთ ამ გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი ფუნ­ქცი­ით, თუმ­ცა უნდა და­ფიქ­რდეთ, გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ კი მას თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი? იქ­ნებ მათ მხო­ლოდ ონ­კა­ნის წყა­ლი უყ­ვართ?

წა­ი­კი­თხეთ მი­მო­ხილ­ვე­ბი

შე­იძ­ლე­ბა იფიქ­როთ, რომ უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის აზრი არა­ფერს გარ­გებთ, თუმ­ცა ეს ასე არ არის. უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ კმა­ყო­ფი­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი შე­ფა­სე­ბის და­წე­რის­თვის თავს იშ­ვი­ა­თად იწუ­ხე­ბენ. სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მო­ხატ­ვის სურ­ვი­ლი, ძი­რი­თა­დად, მათ უჩ­ნდე­ბათ, ვი­საც იმე­დი გა­უც­რუვ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თუკი ერთი კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის ირ­გვლივ დიდი რა­ო­დე­ნო­ბის კრი­ტი­კაა, ეს მი­ა­ნიშ­ნებს, რომ პრობ­ლე­მა მარ­თლაც არ­სე­ბობს. გარ­და ამი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ სა­რე­დაქ­ციო, უფრო მე­ტად სან­დო და ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­მო­ხილ­ვე­ბი და არ­ჩე­ვა­ნი, სხვა სა­გუ­ლის­ხმო ფაქ­ტო­რებ­თან ერ­თად, სწო­რედ ამის მი­ხედ­ვით გა­ა­კე­თოთ.