იანვარ-აგვისტში საავიაციო ნავთის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, იანვარ-აგვისტოს თვეებში საავიაციო ნავთის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან იუწყებიან, საავიაციო ნავთის იმპორტის შემცირება დაკავშირებულია COVID-19-დან გამომდინარე საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელოვან კლებასთან.

“ 2020 წლის აგვისტოს თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 2,3 ათასი ტონა, რაც 4,9 ათასი ტონით ანუ 58,1%-ით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან (7,2 ათასი ტონა) შედარებით და 10,5 ათასი ტონით ანუ 82,0%-ით - გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (12,8 ათასი ტონა) შედარებით.

მ/წლის აგვისტოს თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 65,2% (1,5 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 34,8% (0,8 ათასი ტონა) - თურქეთიდან.

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 38,5 ათასი ტონა, რაც 37,0 ათასი ტონით ანუ 49,0%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (75,5 ათასი ტონა) შედარებით.

მ/წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 80,0% (30,8 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 14,3% (5,5 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 5,7% (2,2 ათასი ტონა) - რუმინეთიდან, 0,1% (0,03 ათასი ტონა) - ეგვიპტიდან.

საავიაციო ნავთის იმპორტის შემცირება დაკავშირებულია COVID-19-დან გამომდინარე საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელოვან კლებასთან. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნავთობპროდუქტების ბიზნეს-ინდუსტრიაში აღნიშნულმა სექტორმა მიმდინარე წელს ყველაზე დიდი ზარალი განიცადა პანდემიის გამო“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.