თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ტურიზმის სექტორის აღდგენა მომავალი წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საბაზისო სცენარის მიხედვით 2020 წელს ტურიზმიდან შემოსავლები 83%-ით შემცირდება, რაც 2020 წლის დარჩენილ პერიოდში საერთაშორისო ტურიზმიდან ფაქტობრივად, ნულოვან შემოსავალს ნიშნავს.
მიუხედავად 2021 წელს ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენისა, შემოსავლებში 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 50%-იანი ვარდნაა მოსალოდნელი.
კვლევის მიხედვით, ბიზნეს მოგზაურობა შედარებით გვიან აღდგება, რადგან რეგულარული ვიდეო-კონფერეციები ეფექტურად ანაცვლებს პირად შეხვედრებს და სწორედ ამიტომ, კომპანიები სამივლინებო ხარჯებს ამცირებენ.
ნოდარ სირბილაძე