სექტორები, სადაც ხელფასები გაიზარდა

ინფორმაცია და კომუნიკაცია, განათლება, სახელმწიფო მმართველობა - ეს იმ სექტორების ნაწილია, სადაც მიმდინარე წლის II კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზოგადად, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი შემცირდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, თუ 2019 წლის მეორე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი 1 179 ლარით განისაზღვრა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 1 150 ლარს შეადგენდა.

იმ სექტორების შესახებ, სადაც ხელფასები ყველაზე მეტად შემცირდა, „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა. ამჯერად გთავაზობთ ინფორმაციას, იმ საქმიანობების შესახებ, სადაც ხელფასები გაიზარდა.

სექტორები, სადაც დაქირავებით დასაქმებულთა თვიური საშუალო ხელფასი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასები 126,4 ლარით გაიზარდა (2020 წლის II კვარტალი -1932.8 ლარი, 2019 წლის II კვარტალი - 1806.4 ლარი)
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 124,9 ლარით ( 2020 წლის II კვარტალი - 807.5 ლარი, 2019 წლის II კვარტალი - 682.6 ლარი )
  • განათლება - 95.2 ლარით (2020 წლის II კვარტალი -730.9 ლარი, 2019 წლის II კვარტალი - 635,7 ლარი)
  • სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 75 ლარით (2020 წლის II კვარტალი - 1445.9 ლარი, 2019 წლის II კვარტალი - 1370.9 ლარი)
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონცინცირებული ჰაერის მიწოდება -71,6 ლარით ( 2020 წლის II კვარტალი - 1542.9 ლარი, 2019 წლის II კვარტალი - 1471.3 ლარი).
ნინი ქეთელაური