17-29 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 14 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.
- 1 ონი 17.09.2020 აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ 10:00-17:00
- 2 ასპინძა 17.09.2020 მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, "თიბისი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
- 3 ვანი 18.09.2020 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
- 4 ნინოწმინდა 18.09.2020 პუშკინის ქუჩა, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
- 5 დმანისი 21.09.2020 წმინდა ნინოს ქ. N 41, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00
- 6 თეთრიწყარო 22.09.2020 თამარ მეფის ქ. N 34, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
- 7 მანგლისი 23.09.2020 მანგლევის ქუჩა, (დიდი როშჩის მიმდებარედ) 10:00-17:00
- 8 ამბროლაური 24.09.2020 კოსტავას ქუჩა #20 10:00-17:00
- 9 საჩხერე 24.09.2020 თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
- 10 აბაშა 25.09.2020 ჯორჯიკიას ქ. N 3, "ლიბერთი ბანკი"-ს წინ 10:00-17:00
- 11 ყაზბეგი 25.09.2020 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
- 12 მარტვილი 28.09.2020 თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ 10:00-17:00
- 13 კასპი 28.09.2020 სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან 10:00-17:00
- 14 ქარელი 29.09.2020 თამარ მეფის ქ. N 48, "ლიბერთი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00