მიკროგრანტების პროგრამაში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება 5 ოქტომბრიდან იწყება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მიკროგრანტების პროგრამაში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება 5 ოქტომბრიდან იწყება. როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

„ივნისში ანტიკრიზისული ღონისძიებების ერთ-ერთ კომპონენტად დავაანონსეთ მიკროგრანტების პროგრამა, რომელიც პოპულარული იყო ბოლო წლების განმავლობაში. მიკროგრანტების პროგრამით საქართველოს 9400-მა მოქალაქემ ისარგებლა. ჩვენ ამ პროგრამის ბიუჯეტი გავზარდეთ 40 მილიონ ლარამდე და ასევე ერთჯერადი დაფინანსების მოცულობა. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ესაა გრანტის სახით დახმარება იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც შეუძლიათ და უნდათ პირველი ნაბიჯი გადადგან და საკუთარი საქმე, ბიზნესი დაიწყონ. ეკონომიკური კრიზისის პირობებში ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, მინდა თითოეულ ჩვენ მოქალაქეს ვუთხრა, რომ პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ საზოგადოებრივ ცენტრებში ან იუსტიცის სახლებში მათივე რეგიონებში“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.