მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი კარმენ რიენჰარტი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის შემდეგ გლობალური ეკონომიკის აღდგენას შესაძლოა, ხუთი წელი დასჭირდეს.
„სავარაუდოდ, იქნება სწრაფი აღმასვლა, როდესაც კარანტინთან დაკავშირებული ყველა შემზღუდავი ზომა გაუქმდება, თუმცა სრულ აღდგენას ხუთი წელი დასჭირდება“, - აღნიშნა რაინჰარტმა მადრიდში გამართულ კონფერენციაზე.
მისივე თქმით, პანდემიით გამოწვეული რეცესია ზოგიერთ ქვეყანაში სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ხანგრძლივი იქნება და კიდევ უფრო გააღრმავებს უთანასწორობას, რადგან კრიზისი უფრო მეტად ღარიბ სახელმწიფოებს დააზარალებს, ვიდრე მდიდრებს და მდიდარ ქვეყნებში კი ყველაზე მეტად ღარიბები დაზარალდებიან.
კარმენ რიენჰარტის პროგნოზით, კრიზისის შედეგად, ბოლო ოცი წლის განმავლობაში პირველად, სიღარიბის გლობალური მაჩვენებელი გაიზრდება.