1-ლი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით პირდაპირი ავირეისები აღდგება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, ავიარეისები კვირაში ერთხელ შესრულდება.
ჯანდაცვის სამინისტრო გამოქვეყნებული აქვს რეკომენდაციები აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის. მათ შორის, ამ რეკომენდაციებით, 3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას აიკრძალება მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა. სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები თვითმფრინავში კვებასთან დაკავშირებით, ასე გამოიყურება:
- მინიმუმამდე შეამცირეთ მომსახურება;
- 3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას აკრძალეთ მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში გამოიყენეთ წინასწარ შეფუთული და დალუქული საკვების და სასმელი პროდუქტების მიწოდების სერვისი;
- მგზავრთა კვებისთვის, უზრუნველყავით ერთ მწკრივში მსხდომი მგზავრებისთვის საკვების რიგრიგობით მიწოდება, რათა არ მოხდეს მათ მიერ ერთდროულად ნიღბის მოხსნა;
- ბორტზე აკრძალეთ პროდუქტის გაყიდვა.
ამასთან, რეკომენდაციების თანახმად, საჰაერო ხომალდზე ყოფნისას შემდეგი მოთხოვნების დაცვა იქნება აუცილებელი:
- უზრუნველყავით მგზავრების იმგვარი განლაგება, რომ შეძლებისდაგვარად დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია;
- მგზავრები საჰაერო ხომალდზე არ დაიშვებიან დამცავი ნიღბების გარეშე;
- განათავსეთ ჯანმრთელობის უსაფრთხოების შესახებ რეკომენდაციები (რამდენიმე ენაზე) საჰაერო ხომალდის სალონში ან/და აუდიო/ვიდეო სისტემის მეშვეობით უზრუნველყავითი მგზავრთა ინფორმირება;
- ეკიპაჟის წევრები აღჭურვეთ ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (ნიღაბი, სათვალე/დამცავი ფარი, ხელთათმანი). უნიფორმა ყოველდღიურად შეცვალეთ და იქ, სადაც უნიფორმა არ იცვლება ყოველდღიურად, ალტერნატივად გამოიყენეთ ერთჯერადი დამცავი ხალათები;
- ბორტგამცილებლებს ჩაუტარეთ სწავლება ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორი გამოყენებისა და გამოყენების შემდგომ სწორად განკარგვის წესების შესახებ;
- ეკიპაჟის წევრებს ჩაუტარეთ შესაბამისი სწავლება პანდემიის დროს საჰაერო ხომალდის სალონში მგზავრების მომსახურების პროცედურებთან დაკავშირებით;
- ეკიპაჟის წევრები გააფრთხილეთ იმის შესახებ, რომ მინიმალური კონტაქტი ჰქონდეთ მგზავრებთან;
- მინიმუმამდე შეამცირეთ მომსახურება;
- მაქსიმალურად შეამცირეთ ინდივიდუალური ჰაერის მიმწოდებელი აპარატის გამოყენების შესაძლებლობა;
- საჰაერო ხომალდის ოპერატორებს, რომლებიც მიმართავენ სამგზავრო სალონისთვის რეცირკულირებადი ჰაერის მიწოდებას, ეძლევათ რეკომენდაცია დაამონტაჟონ და გამოიყენონ HEPA ფილტრები, მწარმოებლის სპეციფიკაციის შესაბამისად, ან სრულიად აარიდონ თავი სამგზავრო სალონში ჰაერის რეცირკულაციას, იმ პირობით, რომ მსგავსი ქმედება საფრთხეს არ შეუქმნის საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ფუნქციებს (როგორიცაა ავიონიკის სისტემების გაგრილება, სამგზავრო სალონის ჰერმეტიზაცია და ა.შ.). HEPA ფილტრების დამონტაჟების შემთხვევაში, რეცირკულაციის ვენტილატორის მუშაობის შეწყვეტის ნაცვლად, შესაძლებლობის შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნას ჰაერის მიწოდება ძლიერი ნაკადის მიწოდების რეჟიმში.
- ავიაკომპანიებმა, აეროპორტის ოპერატორებთან და დანიშნულების ადგილობრივ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებთან კოორდინაციით, უნდა უზრუნველყონ, მგზავრების საკონტაქტო ინფორმაციის ბარათის (PLC) შევსება. აღნიშნული ბარათი განკუთვნილია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებისთვის, იგი ივსება გარკვევით, უმჯობესია ელექტრონული ფორმატით შევსება, რომელიც იძლევა ინფორმაციის გარკვევით წაკითხვის საშუალებას (მაგ. QR კოდი, მობილური, აპი და ა.შ.), ამ ინფორმაციას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც კონტაქტების მოძიებისა და მიდევნების საშუალებას მგზავრებს შორის COVID-19 - ით ინფიცირების შემთხვევისათვის;
- მგზავრები გააფრთხილეთ, დასხდნენ მხოლოდ მათთვის განკუთვნილ ადგილებზე;
- დაუშვებელია მგზავრის ადგილის შეცვლა საკუთარი ნებით, ბორტგამცილებელის ნებართვის გარეშე;
- სათანადო ადგილას განათავსეთ ხელის ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;
- უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი;
- უზრუნველყავით, სამუშაო ადგილზე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო 60-70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარების განთავსება.