კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკა 2021 წლის ბოლომდე 7 ტრილიონი დოლარით იზარალებს

კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიო ეკონომიკა 2021 წლის ბოლომდე 7 ტრილიონი დოლარით იზარალებს. აღნიშნულის შესახებ ფრანგული გამოცემა Les Echos-თან ინტერვიუში ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ეკონომისტი ლორანს ბუნი აკეთებს.

„2021 წლისთვის ჩვენ არ შეგვიცვლია პროგნოზები. მსოფლიო ეკონომიკა არ აღდგება იმაზე სწრაფად, ვიდრე ვპროგნოზირებდით. ჩვენ მოგვიწევს ვირუსთან თანაცხოვრება კიდევ ბევრი თვე. 2021 წლის ბოლოსთვის კი მსოფლიო ეკონომიკა დაკარგავს ჯამში 7 ტრილიონ დოლარს. ეს სერიოზული დარტყმაა“, - განაცხადა მან.

ოთხშაბათს ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანოზაციამ გაავრცელა ანგარიში, რომელშიც დაუშვა ალბათობა, რომ მსოფლიოს ეკონომიკა 2020 წელს შემცირდება 4,5%-ით პანდემიური სიტუაციის პოზიტიური განვითარების შემთვევაში და არა 6%-ით როგორც ამას აქამდე პროგნოზირებდა. ახალ ანგარიშში წერია, რომ 2020 წლის ეკონომიკური ვარდნა არის იმაზე ნაკლები, ვიდრე ნავარაუდევი იყო, თუმცა უპრეცედენტოა უახლესი ისტორიისთვის. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ წარმოების მონაცვლეობა სწრაფად აღსდგა როგორც კი შემსუბუქდა შემზღუდავი ზომები, თუმცა გლობალური ეკონომიკის აღდგენის ტემპები ზაფხულის თვეებში შედარებით შენელდა.

კოკა კვირკველია