მსო: მარტიდან სექტემბრამდე მომსახურებით ვაჭრობის მსოფლიო ბაზარზე ზრდის ტემპი შენელდა

მარტიდან სექტემბრამდე მომსახურებით ვაჭრობის მსოფლიო ბაზარზე ზრდის ტემპი შენელდა - ამის შესახებ აღნიშნულია „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის“ ანგარიშში.

მასში ნათქვამია, რომ კონკრეტულად, მსო-ს მიერ შემუშავებული „ვაჭრობით მომსახურების ინდექსი“, რომელიც ასახავს გლობალური კომერციის ტენდენციებს, ახლა შეადგენს 95,6 პუნქტს, რაც მარტის ნიშნულზე დაბალია (96,8) და ასევე ნაკლებია გასული წლის სექტემბრის ნიშნულზე (98,4).

„17 სექტემბრისთვის არსებული მდგომარეობით ინდექსი უდრიდა 95,6 პუნქტს, რაც აქამდე ნაცნობი მაჩვენებლებიდან ყველაზე დაბალია. მომსახურებით ვაჭრობის ზრდა მეორე კვარტალში განიცდიდა კლებას და ყველაზე ბოლო კლება კი რეალურად ასახავს დაბალ გლობალურ ეკონომიკურ ზრდის ტემპებს“ - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, მსო ყურადღებას ამახვილებს „საკვანძო სექტორების მდგრადობაზე საერთო ვარდნის ფონზე“.

„სამგზავრო ავიაგადაზიდვების სფეროში ბარომეტრმა უჩვენა მხოლოდ 49,2 პუნქტი, თუმცა აქაც კი ბოლო დროს სიტუაცია შედარებით სტაბილურდება“, - აცხადებენ ექსპერტები.

ბარომეტრის მონაცემებით, მსო ნეგატიური პროცესების შეწყვეტაზე საუბრობს საკონტეინერო გადაზიდვებისა (92,4) და სამშენებლო სექტორში(97). „ფინანსური მომსახურების სფერო კი ერთადერთი სექტორია (100,3), რომელიც სექტემებრიდან მატების ტრენდშია“ - აღნიშნულია კვლევაში.

მსო-ს მომსახურების სფეროს ბარომეტრი - ეს არის ინდიკატორი, რომელშიც აკუმულირებულია სხვადასხვა მაჩვენებლები ერთიან ინდექსში. ინდიკატორი 100 პუნქტზე ზემოთ გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ კომერცია ამ სექტორში იზრდება, ხოლო 100-ზე დაბლა გვიჩვენებს, რომ ტემპები შენელებულია.

კოკა კვირკველია