ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კარანტინის 14-დღიანი ვადა არ უნდა შემცირდეს

კორონავირუსთან დაკავშირებული 14-დღიანი კარანტინის ვადა არ უნდა შეიცვალოს, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების საგანგებო ვითარებათა უფროსმა ოფიცერმა კეთრინ სმოლვუდმა განაცხადა.

მისივე თქმით, რეკომენდაცია ემყარება ვირუსის ინკუბაციური პერიოდისა და გადაცემის მეცნიერულ ახსნას.

ცნობისათვის, კარანტინის პერიოდის ხანგრძლივობა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა, მაგალითად საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებული პირებისთვის, ასევე დაინფიცირებულების კონტაქტებისთვის კარანტინის ვადა 7 დღით განისაზღვრება, გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში - 10 დღით, პორტუგალიისა და ხორვატიის ხელისუფლებები კი საკარანტინო ვადის შემცირების საკითხს განიხილავენ.