ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ერთი კვირის მონაცემები ახლა უფრო მაღალია, ვიდრე მარტში, ეპიდემიის პირველი პიკის დროს იყო.
„ჩვენს წინაშე ძალიან სერიოზული სიტუაციაა. სექტემბრის შემთხვევათა რაოდენობამ ყველა ჩვენგანი უნდა გამოაფხიზლოს“, -აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლიუგემ.
ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ კვირაში დაინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვმა 300 000-ს გადააჭარბა, ხოლო მარტის ბოლო კვირაში ეს მაჩვენებელი 264 675-ს შეადგენდა. ამასთან, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტში შემთხვევათა 10 პროცენტზე მეტით ზრდა დაფიქსირდა.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროპაში კორონავირუსის 4.8 მილიონზე მეტი შემთხვევაა დღემდე გამოვლენილი, მათგან 226 500-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.