მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეზღუდვა დღეს, ბაგები-წყნეთის გზაზე, 19:00-დან 23:00 საათის ჩათვლით იმოქმედებს. მოძრაობა შეფერხებული იქნება ვაკის პარკიდან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტის მოძრაობა ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მიმდინარე საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ აღდგება.