თვალის ლინზებისა და მზის სათვალეების მწარმოებელმა კომპანიამ EssilorLuxottica, რომელიც შექმნილია ფრანგული Essilor International SA-ს და იტალიური Luxottica Group SpA-ს გაერთიანების შედეგად, Facebook Inc-თან თანამშრომლობას იწყებს. კომპანიები ერთობლივად შექმნიან ახალი თაობის ჭკვიან სათვალეს.
კომპანიები თანამშრომლობის ფინანსურ დეტალებს არ ამხელენ, თუმცა ამბობენ, რომ ეს იქნება მრავალწლიანი პარტნიორობა.
პირველი პროდუქტი Ray-Ban-ის ბრენდის ქვეშ, როგორც მოსალოდნელია გამოვა 2021 წელს. „ის ორი სამყაროს საუკეთესო თვისებებს გააერთიანებს - ინოვაციურ ტექნოლოგიასა და მოდურ სტილს - იმისათვის, რომ შეიქმნას ჭკვიანი სათვალეები, რომლებიც ნამდვილად მოეწონებათ მომხმარებლებს“ - ნათქვამია პრეს-რელიზში.
ახალი სათვალეების სახელი და ტექნიკური მახასიათებლები, ასევე ფასი და სხვა დეტალები ჯერ უცნობია და როგორც გვპირდებიან, 2021 წლისთვის გახმაურდება.