Amazon-ს, FedEx და DHL-ს ბრაზილიის სახელმწიფო ფოსტის შესყიდვა სურთ

ამერიკული კორპორაცია Amazon, ასევე ამერიკული საფოსტო კომპანიები FedEx და DHL დაინტერესებულნი არიან ბრაზილიური სახელმწიფო კომპანია Correios-ის პრივატიზების პროცესით. ამის შესახებ პორტალი InfoMoney ბრაზილიის კავშირგაბმულობის მინისტრზე ფაბიუ ფარიაზე დაყრდნობით წერს.

„უკვე არის ხუთი დაინტერესებული კომპანია“ მათ შორის არიან Amazon, DHL და FedEx. თუმცა პრივატიზების პროცესი მარტივად არ ჩაივლის, რადგან მას ქვეყნის პარლამენტი განსაზღვრვს“, - განაცხადა ფარიამ.

სახელწმიფო კომპანიების პრივატიზება საპენსიო და საგადასახადო სისტემების რეფორმირებასთან ერთად არის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება ბრაზილიის ამჟამინდელი ხელისუფლების, რომელსაც მართავს ულტრამემარჯვენე პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ. ეკონომიკური ბლოკის მინისტრების განცხადებით, აღნიშნული რეფორმები ქვეყნაში მომდევნო 2-3 წელიწადში შექმნის დამატებით 10 მილიონ სამუშაო ადგილს და მოიზიდავს ინვესტორებს.

კოკა კვირკველია