ტრამპი Oracle-ს და TikTok-ის შეთანხმებით უკმაყოფილოა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მის მრჩევლებს გასაგებად უთხრა, რომ არაა კმაყოფილი იმ პირობებით, რა პირობებითაც უნდა მოხდეს შეთანხმება ჩინურ ByteDance-ს და ამერიკულ Oracle-ს შორის, სოციალურ ქსელ TikTok-ის ამერიკული სეგმენტის ფლობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

თეთრი სახლის აპარატის უფროსი მაიკ მედოუზი აცხადებს, რომ შეთანხმება, რომლის მიხედვით TikTok ჩინური მხარის კონტროლის ქვეშ რჩება, არ შეესაბამება პრეზიდენტის სტანდარტებს.

გუშინ WSJ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ByteDance ცდილობს TikTok-ის ამერიკულ ბიზნესზე კონტროლი შეინარჩუნოს Oracle-თან შეთანხმების ფარგლებში. მათი თქმით, ByteDance-ის სურვილია შეიქმნას TikTok-ის ცალკე კომპანია შტატებში, თუმცა ისე, რომ დარჩეს მისი კონტროლის ქვეშ. ჩინური მხარის აზრით, მათი შეთავაზება წესით ამერიკულმა მხარემ უნდა მოიწონოს, ვინაიდან მას არანაირი კავშირი არ აქვს ამერიკის უსაფრთხოებასთან, რა პრეტენზიასაც მათ უყენებდნენ ამერიკის ხელისუფლებაში.

ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მას არ მოსწონს ვარიანტები, რომლის მიხედვით TikTok-ზე კონტროლი რჩება ByteDance-ს.

კოკა კვირკველია