მაია ცქიტიშვილი - წყალმომარაგების პრობლემას ათწლეულების განმავლობაში სათანადო ყურადღება არ ექცეოდა

წყალმომარაგება არის ის პრობლემა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო ქვეყანაში და სამწუხაროდ, რესურსების გადანაწილების თვალსაზრისით, სათანადო ყურადღება ვერ მიექცა, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ადმინისტრაციული ცენტრების პარალელურად, წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია პატარა ქალაქებსა და სოფლებშიც აქტიურად მიმდინარეობს.

„2012 წლის ბიუჯეტში წყალმომარაგებაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან წელიწადში იხარჯებოდა 34 მლნ ლარი, დღეს კი ეს რიცხვი ბევრად მეტი, დაახლოებით 270 მლნ ლარია. ქუთაისის შემდეგ ჩვენ წელს დავამთავრეთ ჭიათურის წყალმომარაგების პროექტი და პირველად ქალაქი გადავიდა 24-საათიან გრაფიკზე, ასევე ზუგდიდშიც მოგვარდა ეს პრობლემა. აქტიურად ვმუშაობთ თელავის წყალმომარაგებაზე, სადაც ერთი ეტაპი დასრულდა და უახლოეს მომავალში კიდევ ერთ ტენდერს გამოვაცხადებთ“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.