ივლისში ლარი დოლართან მიმართებით - 11, ხოლო ევროსთან - 12 თეთრით გაუფასურდა - რამდენ ადამიანს გაუძვირდა სესხი

ლარი მხოლოდ ერთ დღეში, გუშინ, დოლართან მიმართებით 3.39 თეთრით, ხოლო ევროსთან - 1.63 თეთრით გაუფასურდა.

ჯამში, 4 სექტემბრიდან დღემდე ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით, 11 თეთრით, ხოლო ევროსთან - 12 თეთრით არის გაუფასურებული.

შესაბამისად, იმ მოქალაქეებს, რომელთაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული, კრედიტი გაუძვირდათ.

ეროვნული ბანკის 2020 წლის ივლისის მონაცემებით, აშშ დოლარით გაცემული სესხების ხელშეკრულებათა ოდენობა - 38 351; ხოლო ევროთი - 8 236 იყო. რაც შეეხება სესხის მოცულობას, აშშ დოლარით გაცემულია 151,739 მლნ-ი; ხოლო ევროთი - 124,620 მლნ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1886 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7603 ლარია.

თაია არდოტელი