ატმის და ვაშლატამას ექსპორტი 88%-ით გაიზარდა - ქვეყნები, სადაც საქართველომ პროდუქტი გაყიდა

17 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოდან 25,070 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 88% -ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მნიშვნელოანია, რომ ექსპორტირებული ატმით და ვაშლატამით მიღებული შემოსავალი 69 %- ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 21,036 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

ქართული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია:

  • რუსეთი - 16,527 ტონა
  • სომხეთი - 7,492 ტონა
  • აზერბაიჯანი - 567 ტონა
  • ყაზახეთი - 112,9 ტონა
  • უკრაინა - 111,5 ტონა
  • პოლონეთი - 111,5 ტონა
  • მოლდოვა - 89,6 ტონა
  • სლოვენია - 57,3 ტონა
  • სინგაპური - 0,24 ტონა
  • ყატარი - 0.01 ტონა
  • სიანგანი (ჰონკონგი) - 0.06 ტონა

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით.