პატარა სასტუმროების უმეტესობას სექტემბერში ჯავშნები არ აქვს - ამის შესახებ აღნიშნულია თიბისი კაპიტალის კვლევაში.
„გასულ კვირასთან შედარებით, დიდი სასტუმროების დატვირთულობა სექტემბერში გაზრდილია რეგიონებში (+2 პ.პ.), თუმცა შემცირებულია კახეთში (-2 პ.პ.), არ შეცვლილა მაჩვენებელი ზღვისპირეთის და თბილისის სასტუმროებისთვის.
უქმეებზე გასულ კვირასთან შედარებით დიდ სასტუმროებში დატვირთულობა შემცირდა კახეთის, ზღვისპირეთის და სხვა რეგიონების სასტუმროებში და შესაბამისად შეადგინა 63%, 41% და 35%.
არსებული ჯავშნების მიხედვით, სექტემბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები ზღვისპირეთისა და თბილისის დიდ სასტუმროებშია“, - აღნიშნულია კვლევაში.
თიბისი კაპიტალის კვლევაში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი ტურიზმი მაღალი სეზონურობით ხასიათდება და ყველაზე აქტიური მესამე კვარტალშია, სასტუმროების დატვირთულობა უფრო დაბალია, ვიდრე წინა თვეებში.