რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 5-ჯერ გაიზარდა

რუსეთიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი იზრდება.

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატოს „ესკოს“ სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ რუსეთში 386.5 მლნ/კვტსთ ელექტროენერგია იყიდა, ეს კი 5-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის 8 თვეში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენეტგიის მოცულობა 74.651 მლნ/კვტსთ შეადგენდა.

2020 წლია იანარ-აგვისტოში კი ქვეყანამ სულ 835.2 მლნ/კვტსთ ელექტროენერგია იყიდა. ყველაზე დიდი მომწოდებელი კი აზერბაიჯანი გახდა, წელს მეზობელ ქვეყანაში სულ 448.7 მლნ/კვტსთ მოცულობის დენი ვიყიდეთ.

საანგარიშო პერიოდში საქართველომ სულ 8275.8 მლნ/კვტსთ ელექტროენერგია მოიხმარა, გამომუშავებული დენის მოცულობამ კი 7636.3 მლნ/კვტსთ შეადგინა.